2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
კომისიის სხდომა
24 თებერვალი 2020
საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიამ დღეს სხდომაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილა.
როგორც სხდომაზე ითქვა, ბიუჯეტის ცვლილებები ძირითადად კულტურული ღონისძიებების მართვას, თანამედროვე და კლასიკური მუსიკის ხელშეწყობას, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამას ეხება.
საკრებულოს წევრები, 25 თებერვლის მორიგ სხდომაზე, სავარაუდოდ კომისიის კიდევ ერთ გადაწყვეტილებას დაამტკიცებენ, რომელიც ბათუმში, ნ.ბარათაშვილის ქ.N14/ზ. გორგილაძის ქ.N2-ში არსებულ საცხოვრებელ სახლზე გიორგი ერქომაიშვილის მემორიალური დაფის განთავსებას ეხება.
მნახველთა რაოდენობა: 2178
ბმულები