2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.
საკრებულოს წევრებმა სხდომაზე დადგენილების პროექტში ცვლილება განიხლეს, რომლის მიხედვით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურები - 0,15 ლარიანი შეღავათით ისარგებლებენ, აქამდე, აღნიშნული შეღავათით პედაგოგებთან ერთად სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები სარგებლობდნენ.
დღესვე სხდომაზე, ხელმისაწვდომი საცხოვრისით სარგებლობის კრიტერიუმებისა და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტის დამტკიცების, ასევე, „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ საკრებულოს განკარგულებებში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს და წარმოდგენილი საკითხების განხილვა საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნიეს.