ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა
28 იანვარი 2020
 

დღეს საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა.

კომისიის წევრებმა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიენების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების თაობაზე ტექნიკური დავალების მოწონების შესახებ, განკარგულების პროექტი განიხილეს.
მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მირიან მეტრეველის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, უნდა უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით, რისთვისაც საჭიროა საკრებულოს მხრიდან ტექნიკური დავალების პროექტის მოწონება.
კომისიამ წარმოდგენილ საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი და მისი განხილვა საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნია

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2085
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები