2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის კომისიამ დღეს 2020 წლის პირველი სხდომა გამართა.
კომისიის წევრებმა, სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს:
1.ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამების „საერთაშორისო ფესტივალების მხარდაჭერა“ და „საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერა“ ფარგლებში პროექტების დაფინანსებისა და ანგარიშგების პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე;
2. აჭარის საზოგადოების კორესპონდენცია ისმეთ დიასამიძის სკვერისა და ქუჩისათვის სახელის მინიჭების თაობაზე;
3. საქართველოს თეატრალური საზოგადოების კორესპონდენცია ნუნუ თეთრაძის ბიუსტის განთავსების თაობაზე;
4. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის კორესპონდენცია პლატონ გიგინეიშვილის ძეგლის განთავსების თაობაზე;
5. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის კორესპონდენცია ბათუმში ცენტრალურ პარკში ფოსტის მონუმენტის განთავსების თაობაზე;
6. საქართველოს არქიტექტორთა კავშირის კორესპონდენცია გიორგი ერქომაიშვილის საცხოვრებელ სახლზე (ქ. ბათუმი. ბარათაშვილის 14/გორგილაძის N2) მემორიალური დაფის განთავსების თაობაზე.
კომისიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკითხებიდან 30 იანვრის საკრებულოს სხდომაზე მხოლოდ ერთი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამების „საერთაშორისო ფესტივალების მხარდაჭერა“ და „საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერა“ ფარგლებში პროექტების დაფინანსების საკითხი გაიხილება, დანარჩენ საკითხებს კი კომისია საკრებულოს უახლოეს სხდომებზე წარადგენს.