ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
სარეაბილიტაციო სამუშაოები ინასარიძის ქუჩის ბოლო მონაკვეთში
12 დეკემბერი 2019
 

ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე დღეს თავის სამაჟორიტარო უბანში მიმდინარე კეთილმოწყობის სამუშოებს ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
ინასარიძის ქუჩის ბოლო მონაკვეთში კეთილმოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა. მოეწყო სანიაღვრე სისტემა, ტროტუარები და გარე განათება, დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე კეთილმოწყობის სამუშაოები ჟილინის არხის მიმდებარედ ხორციელდება, სადაც უკვე მოეწყო ბორდიურები და მიმდინარეობს ტროტუარზე ფილების მონტაჟისა და ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები. პროექტი ითვალისწინებს ჯავახიშვილის ქუჩის მონაკვეთისა (აბუსერიძისა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთი) და ჟილინის არხის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას.
ირაკლი პატარიძის განცხადებით, ჟილინის არხის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას ადგილობრივი მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა: „თვითმმართველობის არჩევნებზე ჩემი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ ამ პრობლემის მოგვარება იყო. მოსახლეობას დავპირდი, რომ არჩევის შემთხვევაში, ჟილინის არხის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის საკითხს დავაყენებდი. დღეს, ქალაქის ხელმძღვანელობის ძალისხმევით, ამ ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები უკვე დაწყებულია და მომავალი წლის სექტემბერში იგი სრულად რეაბილიტირებული იქნება“.
სამუშაოები 2020 წლის სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 4 მილიონ 632 ათას ლარს შეადგენს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2178
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები