ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა
11 დეკემბერი 2019
 

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანად საქართველოს არჩევის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალი შენობის წინ, სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აღიმართა. საზეიმო ღონისძიებაში ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, საკრებულოს წევრები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან და ქალაქის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ახალგაზრდები, სტუდენტები, აჭარის უმაღლესი საბჭოს, მთავრობის, ქალაქის ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა პირველად გახდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2224
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები