2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმში გრიშაშვილის ქუჩაზე მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ახალი შენობა გაიხსნა. ახალი სერვისცენტრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქალაქის მერთან ლაშა კომახიძესთან, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარსთან სულიკო თებიძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გახსნა. თანამედროვე სტანდარტის შენობაში განთავსებული სერვისცენტრი თამარის დასახლების ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას ,,ერთი ფანჯრის“ პრინციპით მოემსახურება. სერვისცენტრის მშენებლობის ღირებულება 113 165 ლარს შეადგენს.
ახალი სერვისცენტრები უკვე მოქმედებს ბაგრატიონის, ძველი ბათუმისა და ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციულ ერთეულებში. სერვისცენტრების მიზანი მოსახლეობის მომსახურების პროცესში ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება და სწრაფი და ხელმისაწვდომი მომსახურების მიწოდებაა. სამომავლოდ ახალი სერვისცენტრების მშენებლობა ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში იგეგმება.