ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საზღვაო აკადემიის სტუდენტებს პრაქტიკას სახელმწიფო დაუფინანსებს
09 დეკემბერი 2019
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე საზღვაო აკადემიის პირველკურსელთა ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრო. ღონისძიებაზე აჭარის მთავრობას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანს 2020 წელს გემთმფლობელ კომპანიებში საზღვაო აკადემიის 50 სტუდენტის საზღვაო პრაქტიკით უზრუნველყოფა წარმოადგენს. აღნიშნული საზღვაო პრაქტიკა სტუდენტებისთვის აჭარის მთავრობისა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბიუჯეტებიდან დაფინანსდება. დოკუმენტს ხელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ მოაწერეს.

საზღვაო აკადემიის 600 პირველკურსელის ფიცის დადების ცერემონიალს აჭარის მთავრობის, განათლების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და ბათუმის საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2395
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები