ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
დღეს ბათუმში წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს
29 ნოემბერი 2019
 

ბათუმის წარჩინებული მოსწავლეები დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ დააჯილდოვა.

აჭარაში მცხოვრებ 341 წარჩინებულ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს პროგრამის “ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში გადაეცათ.
პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი” 2009 წლიდან წარმატებით ხორციელდება.
პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).
პროგამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2143
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები