2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტსა და პრიორიტეტების დოკუმენტზე იმსჯელეს.
ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ედნარ ნატარიძის ინფორმაცით, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 158 460.6 ათას ლარს. პროგრამული კლასიფიკაციის შესაბამისად კი პრიორიტეტების მიხედვით ასიგნებები გადანაწილდა შემდეგნაირად: წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება - 35,147.6 ათასი ლარი, მათ შორის: ა) სასესხო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა - 26,952.5 ათასი ლარი; ბ) სარეზერვო ფონდი - 750.0 ათასი ლარი; გ) წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი - 100.0 ათასი ლარი; მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება - 58,387.0 ათასი ლარი; ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარებისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება - 13,169.6 ათასი ლარი; განათლება - 16,883.3 ათასი ლარი; კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი - 12,979.4 ათასი ლარი; ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 15,261.9 ათასი ლარი; ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება - 560.0 ათასი ლარი; მუნიციპალური სერვისების განვითარება - 6,071.8 ათასი ლარი.
ბათუმის საკრებულოში მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი კომისიებში განსახილველად 15 ნოემბერს შემოვიდა. საკრებულოს კომისიებმა წარმოდგენილი პროექტი უკვე განიხილა და მას, კანონის შესაბამისად, შემუშავებული რეკომენდაციებითა და შენიშვნებით, არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბათუმის მერს უკან დაუბრუნებს. თავის მხრივ, მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს დასამტკიცებლად არაუგვიანეს 10 დეკემბრისა წარუდგგენს. ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს.