2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს დღეს საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, განათლება მომავალი წლის პრიორიტეტული მიმართულებაა და მისი დაფინანსება ბიუჯეტიდან 16,618,500 ლარით არის განსაზღვრული. აღნიშნულ ფარგლებში დაფინანსებულია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, პროფესიული განვითარებისა და უმაღლესი განათლების ხელშეწყობის, ზოგადი განათლების ხელშეწყობის ღონისძიებები.
კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის მიმართულებით, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დაფინანსება განსაზღვრულია 12,979.400 ლარით, კერძოდ: სპორტის განვითარების ხელშეწყობა, მუნიციპალური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და მოვლა-პატრონობა, კულტურული ღონისძიებები და ფესტივალები, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება, ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა.
კომისიის დასკვნა, რეკომენდაციებისა და შენიშვნების გათვალისწინებით, დღესვე საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიას გადაეგზავნება.