2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს დარგობრივ კომისიებში მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა გრძელდება. საკრებულოში დღეს გამართულ ჯანრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრები ჯანდაცვის მიმართულებით მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა სოფო მიქელაძემ წარადგინა.
პროექტის მიხედვით, ჯამრთელობის დაცვის მიმართულებით მომავალ წელს ბიუჯეტიდან გამოყოფილი 3,954,500 ლარი 10 ქვეპროგრამის განხორციელებაზე დაიხარჯება, მათ შორის, ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკასა და პრევენციას, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციას, მოწყვლადი ჯგუფების სტომატოლოგიურ და ორთოპედიულ მომსახურებას, შშმ სტატუსის ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო სამკურნალო რეაბილიტაციას, ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაციას, მოქალაქეთა ინდივიდუალურ სამედიცინო დახმარებას და სხვ.
სოციალური მიმართულებით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 10,590,400 ლარით დაფინანსდება 14 ქვეპროგრამა, მათ შორის, კომუნალური მომსახურების სუბსიდირება, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირება, მუნიციპალური უფასო სასადილო, დროებითი ღამის თავშესაფარი, სანიტარული ზედამხედველობა და ეპიდსიტუაციის მართვა და სხვა ქვეპროგრამები.
კომისიის დასკვნა, შენიშვნებითა და რეკომენდაციებით, დღესვე საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიას გადაეგზავნება.