ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა
21 ნოემბერი 2019
 

ბათუმის საკრებულოს კომისიებში მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის საჯარო განხილვა მიმდინარეობს. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტზე დღეს საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხომაზე იმსჯელეს.

მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი ჯამში 158 460.6 ათას ლარს შეადგენს. მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება და მისი დაფინანსება 58,387.0 ათასი ლარითაა განსაზღვრული. აღნიშნული დაფინანსების ფარგლებში თანხები მოხმარდება საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, სატრანსპორტო სისტემისა და სერვისის განვითარებას, საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარებას, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერას, ბინათმშენებლობასა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია-დემონტაჟს, მუნიციპალური სასაფლაოების მოწყობასა და მოვლა-პატრონობას, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და მართვას, ქალაქის კეთილმოწყობას.
კომისიის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები დასკვნის სახით საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიას გადაეგზავნება.

 

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2025
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები