ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა მოსახლეობასთან
13 ნოემბერი 2019
 

მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. დღეს მწვანე კონცხის და თამარის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ სალუქვაძე და ქალაქის მერი ლაშა კომახიძე აჭარის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ.

მთავრობის წარმომადგენლებმა მოსახლეობას 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები გააცნეს, რომლის ფორმირებაც მოსახლეობის ჩართულობით ხორციელდება. შეხვედრაზე ადგილობრივებმა ძირითად საჭიროებად გზების მოასფალტება და მუნიციპალური ტრანსპორტი დაასახელეს.
როგორც შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, „მნიშვნელოვანია ადგილზე ვიცნობდეთ სიტუაციას. ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებს, უნდა გადაიჭრას ერთობლივი ძალისხმევით, ოპერატიულად. ხალხს უნდა ქონდეს მაქსიმალური წვდომა ყველა იმ სახელმწიფო სერვისზე, რომელზეც სახელმწიფო ვალდებულია აგრძელებდეს ზრუნვას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქეს ქონდეს განცდა, რომ ის ბიუჯეტი, რომელიც იგეგმება, იქნება ეს მუნიციპალური თუ რესპუბლიკის ბიუჯეტი, ითვალისწინებს ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომლის მოგვარებაც აუცილებელია.“
მოსახლეობასთან ღია შეხვედრები აჭარაში უკვე 4 თვეზე მეტია მიმდინარეობს. მთავრობის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს აჭარის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე კი შეხვედრები ბათუმის მცხოვრებლებთან მიმდინარეობს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2062
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები