ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს წევრის წლიური ანგარიში
09 ნოემბერი 2019
 

ბონი-გოროდოკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა მგელაძემ, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან, ფატი ხალვაშთან ერთად დღეს ადგილობრივ სერვის-ცენტრში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და საზოგადოებას ბათუმის საკრებულოში გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიში ჩააბარა.

ანგარიშის წარდგენისას მაჟორიტარმა დეპუტატმა მოსახლეობას იმ პროექტებზე ესაუბრა, რომლებიც მის სამაჟორიტარო უბანში:- ბონი-გოროდოკის, ბარცხანისა და ბაგრატიონო 1-ის ტერიტორიაზე 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით განხორციელდა.
გოჩა მგელაძის განცხადებით, ბათუმის მიმდინარე წლის ბიუჯეტის თანხები ძირითადად მოხმარდა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას, მათ შორის ბონი-გოროდოკის უბანში, სადაც მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო ახალი ქუჩები და ჩიხები, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კი მაიკოვსკის ქუჩის რეაბილიტაცია იყო. მაჟორიტარმა დეპუტატმა მის მიერ დაყენებული არაერთი ინიციატივის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ფერიის ქუჩაზე არსებულ სასაფლაოზე მოეწყო სანიაღვრე არხი, რომელიც საფრთხეს უქმნიდა იქ არსებულ სასაფლაოებს, ასევე, სულაბერიძის ქუჩაზე გაკეთდა დასასვენებელი სკვერი საბავშვო ატრაქციონებით და გამწვანებით, კეთილმოეწყო ნონეშვილის N-61 და ბაქოს ქუჩის N-48-ში არსებული მრავალბინიანი სახლების ეზოები, წერეთლისა და ფალავანდიშვილის ქუჩებზე მოგვარდა გარევაჭრობის საკითხი, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ანგარიშის წარდგენისას გოჩა მგელაძემ მოსახლეობასთან ყოველკვირეული შეხვედრების შედეგად გამოკვეთილ პრობლემურ საკითხებზეც ისაუბრა, რომელთა ნაწილი გადაიჭრა, ნაწილის მოგვარება კი ეტაპობრივად განხორციელდება ან გათვალისწინებული იქნება 2020 წლის ბიუჯეტში.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ დიალოგი კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის და ბათუმის საკრებულოს წევრები, მერიის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1984
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები