2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს წევრებმა ელგუჯა ანდრიაძემ, ნატალია ძიძიგურმა და თამაზ დევაძემ ჯავახიშვილის ადმინისტრაციულ სერვის ცენტრში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს და მათ 2019 წელს საკრებულოში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბარეს.
ჯავახიშვილის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარის ელგუჯა ანდრიაძის განცხადებით, მიმდინარე წელს აღნიშნულ უბანში ცენტრალური სანიაღვრე არხის სახით ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მიმდინარეობს საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციაც.
ნატალია ძიძიგურმა და თამაზ დევაძემ ანგარიშის წარდგენისას განხორციელებულ პროექტებზე, საკრებულოს სხდომებში, კომისიებსა და ფრაქციებში საქმიანობასა და სხვადასხვა ინიცირებული საკითხების თაობაზე ისაუბრეს.
საკრებულოს წევრებმა წლის განმავლობაში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობის მხრიდან დასმულ პრობლემებზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ აღნუსხული პრობლემური საკითხების ნაწილი უკვე გათვალისწინებულია 2020 წლის ბიუჯეტში, ნაწილზე კი - მიმდინარეობს მუშაობა.