ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
წლიური ანგარიში
05 ნოემბერი 2019
 

მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ სალუქვაძემ ადგილობრივ სერვის-ცენტრში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და ბათუმის საკრებულოში გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიში ჩააბარა.

ანგარიშის წარდგენისას საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა მოსახლეობას დასახლებაში მიმდინარე წელს განხორციელებულ პროექტებსა და საკრებულოს იმ გადაწყვეტილებებზე ესაუბრა, რომლებსაც თავად დაუჭირა მხარი სხდომაზე განხილვისას. თამაზ სალუქვაძის განცხადებით, თამარის დასახლების, მწვანე კონცხის და დაბა ჩაქვის მოსახლეობასთან ყოველკვირეული შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა პრობლემური საკითხები, რომელთა ნაწილი გადაიჭრა, ნაწილის მოგვარება კი ეტაპობრივად განხორციელდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2000
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები