ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
წლიური ანგარიში
05 ნოემბერი 2019
 

ძველი ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბათუმის საკრებულოში ზურაბ ნაკაიძემ და საკრებულოს წევრმა დავით მახარაძემ ადმინისტრაციული ერთეულის სერვის-ცენტრში მოსახლეობას საკრებულოში გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიში ჩააბარეს.

ანგარიშის წარდგენისას საკრებულოს წევრებმა მოსახლეობას იმ პროექტებზე ესაუბრნენ, რომლებიც ძველი ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით განხორციელდა. საკრებულოს წევრთა განცხადებით, ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის თანხები ძირითადად მოხმარდა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და ქალაქის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას, ქალაქის კეთილმოწყობას, გამწვანებას, მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის და სერვისის განვითარებას, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერას, ბინათმშენებლობას და ავარული შენობების რეაბილიტაციას, ქალაქის დასუფთავებას, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობას, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობასა და სპორტს, ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფას, ქალაქის ეკონომიკურ და ურბანულ განვითარებას.
დეპუტატებმა ყურადღება გაამახვილეს საკრებულოს კომისიებში საქმიანობასა და ბათუმის საკრებულოს მიერ მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე, ასევე, ისაუბრეს მოსახლეობის მხრიდან დასმულ იმ პრობლემებზე, რომელთა გადაჭრაც მოხდება ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტით.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1991
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები