ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომა
29 ოქტომბერი 2019
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა მორიგი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების კანონთან შესაბამისობაზე იმსჯელეს.

კომისიამ განიხილა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მესამე და მეოთხე ფაზის განმახორციელებელ კონსორციუმებთან (წარმოდგენილი კომპანია Egis Eau SA სახით) გასაფორმებელი მორიგების ხელშეკრულების მოწონების შესახებ საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომლის თაობაზეც კომისიის წევრებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა კომისიის სხდომაზე მოწვეულმა მომხსენებლმა .
დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან ერთად, კომისიამ ასევე განიხილა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსა და შპს „ხიდი 2006“-ს შორის 2018 წლის 18 მაისს დადებულ „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე საკრებულოს განკარგულების პროექტი.
საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან ერთ-ერთ საკითხზე, რომელიც შეეხებოდა შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ბალანსზე რიცხულ ავტობუსებზე/ავტობუსში რეკლამის განთავსების უფლების ვადიან სასყიდლიან სარგებლობაში სააუქციონო პირობებით გადაცემის შესახებ წინადადების მოწონებას, კომისიამ საკითხის დამატებითი შესწავლის მოტივით, არ გასცა დადებითი რეკომენდაცია. დღის წესრიგით გათვალისწინებულ დანარჩენ საკითხებს კი კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს და მათი საკრებულოს სხდომაზე განსახილვა მიზანშეწონილად მიიჩნიეს.
სხდომას იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თემურ კახიძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2347
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები