ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიიის სხდომა
29 ოქტომბერი 2019
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 6 საკითხზე იმსჯელეს.

კომისიის წევრებმა განიხილეს საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომელიც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მესამე და მეოთხე ფაზის განმახორციელებელ კონსორციუმებთან (წარმოდგენილი კომპანია Egis Eau SA სახით) გასაფორმებელი მორიგების ხელშეკრულების მოწონებას ითვალისწინებს.
სხდომაზე იმსჯელეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის #34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსა და შპს „ხიდი 2006“-ს შორის 2018 წლის 18 მაისს დადებულ „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის #28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“; შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ბალანსზე რიცხულ ავტობუსებზე/ავტობუსში რეკლამის განთავსების უფლების ვადიან სასყიდლიან სარგებლობაში სააუქციონო პირობებით გადაცემის შესახებ წინადადების მოწონების თაობაზე.
კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია სხდომაზე წარმოდგენილი პროექტები განხილულ იქნეს საკრებულოს მორიგ სხდომაზე, რომელიც ხვალ 30 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიიის თავმჯდომარე ზურაბ ნაკაიძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2196
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები