ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
კომისიის სხდომა
29 ოქტომბერი 2019
 

დღეს, საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიამ სხდომაზე ერთი საკითხი განიხილა.

კომისიის წევრებმა ქ. ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩის ნაწილისთვის წმინდა დიაკონი სევერიანე აჭარელი აღმსარებელის სახელის მინიჭების შესახებ განკარგულების პროექტზე იმსჯელეს. წმინდა სინოდის სხდომამ 2018 წელს წმინდანად შერაცხა დიაკონი სევერიანე (ბერიძე), რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა აჭარაში და ასობით მუსლიმი გააქრისტიანა.
საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიამ გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის თანხმობით აღნიშნული საკითხის განხილვა საკრებულოს სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნია.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2149
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები