2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ორშაბათის ტრადიციული შეხვედრა მოსახლეობასთან დღეს სამრეწველო უბანში გაიმართა. შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე, ქალაქის მერთან და მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად დაესწრო.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მოსახლეობას ახალი პროექტის შესახებ მიაწოდეს ინფრომაცია, რომელსაც დაახლოებით ერთი თვის წინ მოეწერა ხელი. 60 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი, გულისხმობს ქალაქში ცენტრალური წყალარინების სისტემის მოწყობას, მათ შორის სამრეწველო უბანშიც. პროექტის მიხედვით სამრეწველო ადმინისტრაციულ ერთეულში სამუშაოები 2020 წლის მესამე კვარტლიდან დაიწყება.
მერის ინფორმაციით, სამრეწველო ადმინისტრაციულ ერთეულში 37 ქუჩაზე, ჩიხსა და შესახვევში სულ 2 500-მდე ოჯახი ცხოვრობს. განსაკუთრებით მწვავედ დგას ცენტრალურ წყალარინებასთან და სანიაღვრე სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები. ცოტა ხნის წინ ამ უბანში დასრულდა წყლის მაგისტრალური არხის გაყვანა, უკვე დაწყებულია დაქსელვა, რის შედეგადაც გადაიჭრება წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემა.