ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
პარლამენტის კომიტეტის გასვლითი სხდომა
22 ოქტომბერი 2019
 

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა შუახევში გასვლითი სხდომა გამართა, რომელსაც კანონმდებლებთან ერთად ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოების თავმჯდომარეები და სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ . სხდომას ესწრებოდა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე.

სხდომაზე საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. სხდომის მონაწილეებმა ასევე მოისმინეს მიმოხილვითი ინფორმაცია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესრულების მიმდინარეობის შესახებ. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ,მუნიციპალიტეტების მერებმა და საკრებულოების თავმჯდომარეებმა თავიანთ გამოსვლებში ყურადღება გაამახვილეს განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი ხასიათის საჭიროებებსა და გამოწვევებზე, კანონმდებლობის იმპლემენტაციის საკითხებზე.
სხდომის დასასრულს გაიმართა დისკუსია. საუბარი შეეხო სოფლებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობასა და რეაბილიტაციას, განათლებისა და კულტურის ობიექტების მშენებლობას, სოფლების წყალმომარაგებას, სოფლებში მერის წარმომადგენლების, ბაგა-ბაღების აღმზრდელების და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა ანაზღაურების პრობლემებს, მაღალმთიანეთის ელექტროფიკაციას, მობილური კავშირის გაუმჯობესებასა და გაზიფიცირებას, „ხულო-შუახევი-ქედა-ბათუმის“ საავტომობილო გზების რეაბილიტაციას და ა.შ. ინფორმაციები წარმოადგინეს და წამოჭრილ საკითხებზე განმარტებები გააკეთეს ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა.
ზაზა გაბუნიამ ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ რეგიონებში ცხოვრება და მუშაობა უფრო მეტად მიმზიდველი გახდეს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2218
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები