ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
18 ოქტომბერი 2019
 

დღეს მიმდინარე სამუშაოები საკრებულოს თავმჯდომარემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და ქალაქის მერთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სანიაღვრე არხისა და ქუჩის რეაბილიტაცია.
ამ ეტაპზე ბაგრატიონიდან ორბელიანის ქუჩამდე მონაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოები ხორციელდება, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
ამავე პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა გიორგი ბრწყინვალედან ბაგრატიონის ქუჩამდე მონაკვეთში ასფალტის საფარის დაგება, ტროტუარების, საკომუნიკაციო ჭების, უსინათლოთა და ველო ბილიკების მოწყობა.
პროექტის ღირებულება 2 მილიონ 72 ათას ლარს შეადგენს.
პარალელურად, ბაგრატიონიდან ორბელიანის ქუჩის მიმართულებით რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. იგეგმება სანიაღვრე ჭების მოწყობაც.
კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო და ნოემბრის ბოლომდე დასრულდება, რისთვისაც 387 ათასი ლარია გათვალისწინებული.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2452
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები