ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
გენდერული თანასწორობის საბჭო სხდომა
18 ოქტომბერი 2019
 

დღეს საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო სხდომა გაიმართა, რომელზეც სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლებმა ტრეფიკინგის შესახებ ინფორმაცია საბჭოს წევრებს, სოციალურ მუშაკთა ასოციაციისა და შსს წარმომადგენლებს გააცნეს.

შეხვედრა, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა, რომელიც 2005 წლიდან ევროკავშირის ინიციატივით აღინიშნება.
საბჭოს სხდომაზე დღესვე, ბათუმში ქალთა ფეხბურთის წარმომადგნელებს მოუსმინეს. ამჯერად ქალთა საფეხბურთო გუნდს უფრო მეტი განვითარებისთვის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა სჭირდება, როგორც საფეხბურთო გუნდის კაპიტანმა განაცხადა, მათ აქვთ გარკვეული წარმატებები საქართველოს მასშტაბით, თუმცა ისინი ძირითადად ენთუზიაზმით ვარჯიშობენ და არც შესაბამისი პირობები აქვთ.
საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა მათ დახმარება აღუთქვეს, გენდერული ბიუჯეტირების ფარგლებში, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერაა. საბჭოს თავმჯდომარის ნატალია ზოიძის თქმით, საბჭო კიდევ ერთხელ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე და მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმარებამდე მერიას რეკომენდაციით მიმართავს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2155
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები