ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეული გაიხსნა
16 ოქტომბერი 2019
 

ბათუმის მუნიციპალიტეტში დღეს ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეული გაიხსნა. ევროპული კვირეულის თემაა „ადგილობრივი დემოკრატია: ნდობის აღდგენა“, ადგილობრივი დემოკრატიის შენება მოქალაქეებთან ერთად და ღია მმართველობის დანერგვა.

შეხვედრაზე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ, ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ნატალია ზოიძემ მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდისა და ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობის მექანიზმებზე ისაუბრეს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დაანონსეს ის სამომავლო ცვლილებები, რომელიც თვითთმმართველობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის გაუმჯობესებასა და მოქალაქეთა გააქტიურების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
საკრებულოს წევრმა ნატალია ზოიძემ, რომელიც ამავდროულად ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოში (CEMR) საქართველოს დელეგაციის წევრია, შეხვედრაზე მოწვეულ თვითმმართველობის წარმომადგენლებს ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გეგმაც გააცნო.
ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეული (ELDW) პან-ევროპული ინიციატივაა, რომლის მიზანია ადგილობრივი დემოკრატიისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება. მისი კოორდინატორია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი - პოლიტიკური კრება, რომელიც შედგება ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის ადგილობრივი და რეგიონული არჩეული წარმომადგენლებისაგან.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2087
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები