2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ დღეს, საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიას სამწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა.
პრეზენტაცია, რომელიც ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელმა პირებმა საკრებულოს წევრებს წარუდგინეს 2017-დან -2019 წლამდე პერიოდს მოიცავდა, შპს ბათუმის ავტოტრანსპორტი ერთ-ერთი მაღალბიუჯეტიანი ორგანიზაციაა მუნიციპალიტეტში, რომელიც ქალაქში მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. შპს-ეს ხელმძღვანელის ბადრი ფარტენაძის თქმით, დღის განმავლობაში ხაზზე 117 ავტობუსი 10-15 წუთიანი ინტერვალით მოძრაობს. მომავალში იგეგმება ავტოპარკის განახლება. 2020 წლის აპრილის თვეში, ბათუმში, 8 ერთეული ელექტრო ავტობუსის შემოყვანა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს გარემოს დაცვასა და მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემის გამართულ მუშაობას. მისივე თქმით, როგორც ტურისტული ქალაქისთვის ეკოლოგიურად სუფთა და ადაპტირებული ავტობუსებით, ავტოპარკის განახლება აუცილებელია, რადგან მოძველებული ტრანსპორტი და ამორტიზებული ტექნიკა მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველია და ბიუჯეტშიც ზედმეტ დანახარჯს იწვევს.
ორგანიზაცია სატრანპორტო გადაადგილების უზრუნველყოფის გარდა ქალაქის ტერიტორიაზე პარკირების საერთო და სპეციალური ადგილებით სარგებლობას უზრუნველყოფს, გასულ წლებთან შედარებით პარკირების ადმინისტრირების მიმართულებით ჯარიმების ამოღება 20-22 % გაიზარდა. გარდა ამისა, ავტოტრანპსორტის სამსახური ქალაქში საავტომობილო გზებზე მონიშვნების, გამაფრთხილებელი და ამკრძალავი ნიშნების, გზაჯვარედინებზე შუქნიშნების, საინფორმაციო დაფებისა და ველობილიკების მოწყობას უზრუნველყოფს და მის მონიტორინგს ახორციელებს.
შეხვედრა საკრებულოში, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, დეპუტატებს კითხვები ძირითადად ქალაქში პარკირებასთან დაკავშირებით ჰქონდათ, განსაკუთრებით ძველი ბათუმის ტერიტორიაზე, სადაც კონკრეტული შემთხვევების დროს სახანძრო და სამაშველო ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ. კითხვები დაისვა ასევე, ავტობუსების მოსაცდელებთან, ვიდეოკამერებთან და ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებით.
შეხვედრის ბოლოს, საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ნაკაიძემ მადლობა გადაუხადა კოლეგებს გაწეული სამუშაოსთვის და იმედი გამოთქვა, რომ ის შენიშვნები და ინიციატივები, რომელიც სამუშაო შეხვედრის დროს გაჟღერდა გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის ბიუჯეტში, ხოლო ტექნიკური ხასიათის შენიშვნები დროულად გამოსწორდება.