ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დეკემბრის თვეში დასრულდება
08 ოქტომბერი 2019
 

საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა ანდრიაძე და საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე დღეს, ქალაქის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად ჯავახიშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდნენ, სადაც N27-ე საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე შენობის შიდა კედლების სამღებრო და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები ხორციელდება. პროექტი შენობის სრულ რეაბილიტაციას, საძირკვლის გამაგრებასა და ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟს ითვალისწინებს.
პროექტის ღირებულება 794 ათას 990 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2135
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები