2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ქ. ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი დღეს საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება -კონსერვატორების“ თავმჯდომარემ ნატალია ძიძიგურმა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ ნერიმან ცინცაძემ, ქალაქის მერის მოადგილესთან ლელა სურმანიძესთან ერთად მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ იქ არსებულ მდგომარეობას.
ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა მინდია კახიძემ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ორგანიზაციის საჭიროებები და ის სიახლეები, რომლებიც დანერგილია ცენტრში.
როგორ ემსახურება და რა პრობლემების წინაშე დგას სასწრაფო -სამედიცინო ცენტრი? ამ და სხვა საკითხებზე საკრებულოს წევრები მედ-პეროსნალს და ქოლცენტრის თანამშრომლებს გაესაუბრნენ, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.
როგორც ცნობილია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი საქართველოს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ერთიან ქსელშია ჩართული. ახალ სისტემაში ჩართვის შემდეგ, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრთან დაკავშირება 112-ის საშუალებით ხორციელდება, შესული შეტყობინება ავტომატურ რეჟიმში აისახება სისტემაში და ოპერატორი კომპიუტერული პროგრამის საშუალებით იღებს ინფორმაციას. სასწრაფო -სამედიცინო ბრიგადების დამატება კი სეზონურად ზამთრის და ზაფხულის პერიოდში ხორციელდება, როცა გამოძახებების რიცხვი იზრდება.
სიახლეა ისიც, რომ მაღალპრიორიტეტულ გამოძახებებზე სპეციალურად გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიმართულებით გადამზადებული სპეციალისტები გადიან. საქართველოში პირველად „პარამედიკოსთა“ მომზადება ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე დაიწყო. პარამედიკოსთა გადამზადების პროექტი პრაქტიკაში უკვე ხორციელდება და ის განსაკუთრებით წარმატებული მაღალმთიან რეგიონებშია.