2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და წევრები დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვას დაესწრნენ.
განხილვაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უმრავლესობის, ოპოზიციის წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა დარბაზს გააცნეს თავიანთი მოსაზრებები საარჩევნო ბარიერსა და ბლოკებთან დაკავშირებით, უპასუხეს მოქალაქეთა შეკითხვებს.
აღინიშნა ისიც, რომ, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დონეზეც განხორციელდება საკონსტიტუციო ცვლილებები, ვინაიდან 2020 წლის არჩევნები ჩატარდება პროპორციულად და მოსახლეობა სწორედ პროპორციული წესით აირჩევს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ანუ ხმას მისცემს მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვების კომისია, რეგიონების შემდეგ, ბოლო შეხვედრას დედაქალაქში - 30 სექტემბერს გამართავს.