ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ორშაბათის ტრადიციული შეხვედრა მოსახლეობასთან
23 სექტემბერი 2019
 

დღეს, საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და ჯავახიშვილის უბნის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა ანდრიაძე, ქალაქის მერთან, ლაშა კომახიძესთან ერთად ჯავახიშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი, ძირითადად მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას შეეხო, როგორც ცნობილია ჯავახიშვილის უბანში მასშტაბური სამუშაოები სანიაღვრე წყლებისა და წყალანირების ახალი ქსელის მოწყობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ეზოების ნაწილი უკვე დაერთდა ახალ წყალარინების სისტემაზე, ნაწილის დაერთება კი, ახლა მიმდინარეობს.
შეხვედრაზე მოსახლეობა, ე.წ. „იაფი სახლის“ პროგრამით სარგებლობითაც დაინტერესდა. ქალაქის მერის ინფორმაციით:“სახლების მშენებლობა უკვე დასრულებულია და ფაქტობრივად მომდევნო კვირაში ჩვენ დავიწყებთ საბუთების მიღებას. ეს იქნება აბსოლუტურად ახალი პროგრამა, რომელიც გაგრძელდება მომდევნო წლებშიც.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2063
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები