ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
მუნიციპალიტეტში მიკროავტობუსების შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს
17 სექტემბერი 2019
 

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით (მიკროავტობუსები) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთათვის კონკურსი მიმდინარეობს. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში ჩართული არიან ბათუმის საკრებულოს წევრები ელგუჯა ანდრიაძე, გოჩა მგელაძე და დავით მახარაძე, რომლებიც მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მიკროავტობუსების მატერიალურ-ტექნიკურ მდგომარეობას აფასებენ.

კონკურსში მონაწილეთა განცხადებების მიღება ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში 2019 წლის 5 სექტემბრიდან დაიწყო, 12 სექტემბრიდან კი საკონკურსო კომისია ყოველდღიურ რეჟიმში აფასებს მიკროავტობუსების მატერიალლურ-ტექნიკურ მდგომარეობას.
საკონკურსო შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, 2000 წლამდე გამოშვებულ M2 კატეგორიის მიკროავტობუსებზე ნებართვა არ გაიცემა, მოწმდება ავტოსატრანსპორტო საშუალების კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები, ძარის ვარგისიანობა, მიკროავტობუსის სიმაღლე, სამგზავრო სალონი და ტრანსპორტის უდსაფრთხოება.
კონკურსში ექვსი კომპანია მონაწილეობს, მათ შორის შპს „აჭარტრანსრეგულირება“, შპს „ჯორჯიანტრანსი“, შპს „ავტოტრანსი“, შპს „ავტომობილისტი 42“, შპს „მწვანე შუქი“ და სპს „ირაკლი ჩავლეიშვილი“.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 ივნისის N50 დადგენილების მე–8 მუხლის შესაბამისად, საკონკურსო კრიტერიუმების მიხედვით, M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (მიკროავტობუსის) მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შეფასება დილის 10:00 სთ-დან საღამოს 17:00 სთ-მდე გოგოლის ქ. N1 (ავტოსადგურ „მეტროს“ ტერიტორიაზე) მიმდინარეობს.
კონკურსი 24 სამარშრუტო ხაზზეა გამოცხადებული და 19 სექტემბერს დასრულდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2725
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები