2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
შეხვედრა კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში
13 სექტემბერი 2019
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, ქალაქის მერთან, ლაშა კომახიძესთან ერთად დღეს, კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა.
აღნიშნული უბანი ძირთადად ახლად შემოერთებულ ტერიტორიებს მოიცავს ქალაქში, სადაც ჯერ კიდევ ნაწილობრივ მოსაწესრიგებელია საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები, შიდა გზები, ჩიხები, ასევე იკვეთება სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემებიც.
შეხვედრაზე მოსულ მოსახლეობას ქალაქის პირველ პირებმა დეტალურად გააცნეს ის მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც ხორციელდება კახაბრის უბანში. მათი თქმით, ის პრობლემები, რომლებიც წელს ვერ გადაიჭრება გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის ბიუჯეტში
მნახველთა რაოდენობა: 2197
ბმულები