ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ხელოვნების უნივერსიტეტის ახალი კორპუსი საზეიმოდ გაიხსნა
09 სექტემბერი 2019
 

დღეს, ბათუმში ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ახალი კორპუსი საზეიმოდ გაიხსნა.

უნივერსიტეტის გახსნის ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე არსებულ შენობას დაემატა სართული და ეზოში აიგო ოთხსართულიანი ახალი კორპუსი.
ახალი შენობა მორგებულია ხელოვნების უნივერსიტეტის სპეციფიკასა და მოთხოვნებზე.
პროექტის მიხედვით უნივერსიტეტის ახალ კორპუსში განთავსდა საგამოფენო და საკონცერტო დარბაზი, მცირე თეატრი, მოეწყო სააუდიტორიო და სარეპეტიციო სივრცე, ასევე, სამონტაჟო და ხმის ჩამწერი სტუდიები.
შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლობლობის მქონე პირთათვის. ახალი კორპუსის მშენებლობისათვის, არსებული შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციისათვის და სასწავლო ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოიყო 3 500 000 ლარი.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2456
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები