2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ახალი საინვესტიციო პროექტი ბათუმში
05 სექტემბერი 2019
ბათუმში, ქართულ-გერმანული კომპანია „HOCHBAU“-ს 30 მლნ ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი განხორციელდება. პროექტის "ბათუმი რივიერას" პრეზენტაცია დღეს ახალი ბულვარის ტერიტორიაზე გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ქალაქის მერთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.
,,ბათუმი რივიერა” ევროპული სტანდარტებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შექმნილი საინვესტიციო პროექტია, რომელიც მოიცავს აპარტოტელს, აუზს, საბავშვო მოედანს, გამწვანებულ ზონას, ელექტრომობილების დასამუხტსა და საპარკინგე სივრცეს.
მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობაზე 70 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
მნახველთა რაოდენობა: 2485
ბმულები