ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა შშმ ქალთა ჯანრთელობის დაცვის საკითხებზე
22 აგვისტო 2019
 

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრას ბათუმის საკრებულოსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, ასევე, საქართველოს პარლამენტისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგნლები ესწრებოდნენ.

როგორც შეხვდრაზე ითქვა, პარლამენტის კომიტეტმა, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დახმარებით დაიწყო საკომიტეტო მოკვლევა შშმ ქალთა ჯანრთელობის დაცვის სერვისებზე წვდომის საკითხზე. ამ მიზნით ქვეყნის მასშტაბით იმართება შეხვედრები შშმ ქალებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, არასამთავრობო სექტორისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. მოკვლევის შედეგად მომზადდება ანგარიში, რომელშიც აისახება არსებული გამოწვევების ანალიზი. ანგარიშშივე გაიწერება კონკრეტული რეკომენდაციებიც, რომლებიც შესაბამის სახელმწიფო უწყებებში გადაიგზავნება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2059
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები