2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის ბულვარში დღეს რეაბილიტირებული ,,რვაფეხა“საზეიმოდ გაიხსნა.
გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე,
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ასევე უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები, ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, წევრები, ბათუმელები და ბათუმის სტუმრები დაესწრნენ.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო. პროექტის ფარგლებში ხელახლა დამზადდა ფიგურები, შეიცვალა იატაკი, მოეწყო მოზაიკა. ნაგებობის წყლისგან დაცვის მიზნით ჩატარდა საიზოლაციო სამუშაოები. მიმდებარე ტერიტორიაზე აღდგა შადრევანი და მოეწყო მისასვლელი ბილიკები.
''რვაფეხას“რეაბილიტაცია ფონდ ,,ქართუს“ მიერ განხორციელდა.
კაფე „ფანტაზია“ ბათუმის ბულვარში 1981 წელს გაიხსნა და მალევე იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად. მოზაიკით მოპირკეთებული შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავასა და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა. რვაფეხას რეაბილიტაციაზე მხატვარ-რესტავრატორმა ილია ფესვიანიძემ იმუშავა.