ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომა
21 აგვისტო 2019
 

დღეს საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილეს.

საკითხები კოლეგებს კომისიის თავჯმდომარემ თემურ კახიძემ წარუდგინა. სხდომაზე, საკრებულოს კომისიების მიერ განხილული ყველა საკითხი დეტალურად განიხილეს და კომისიების დასკვნების საფუძველზე წარმოდგენილი 17 საკითხიდან საკრებულოს მორიგ სხდომაზე განსახილველად 15 საკითხი მიიჩნიეს. დღისწესრიგიდან მე-8 და მე-5 საკითხები მოიხსნა, რომელიც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრას და ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ დადგენილების პროექტში ცვლილებას ეხებოდა.
კომისიი წევრებმა, წარმოდგენილი საკითხების განხილვა საკრებულოს სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომელიც 22 აგვისტოს 11:00 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2159
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები