ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
დისკუსია ქალთა უფლებების თემაზე
09 აგვისტო 2019
 

ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნატალია ზოიძე და საბჭოს წევრი ნატალია ძიძიგური დღეს სასტუმრო „რედისონში“ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული საკანონდებლო ცვლილებების შესახებ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ. 

დისკუსია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ორგანიზებით ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან, ასევე, გენდერული საბჭოების წარმომადგენლებთან გაიმართა.
დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს სახელმწიფოს ვალდებულებაზე ქალთა და მამაკაცთა არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად, ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და გამოწვევებზე.
აღნიშნულ თემაზე შეხვედრები ბათუმის გარდა სხვა რეგიონებშიც არის დაგეგმილი.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2331
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები