2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და საკრებულოს წევრები დღეს სასტუმრო ,,შერატონში“ 2018-2019 წლებში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში მიღწეული შედეგების შესახებ გამართულ პრეზენტაციას დაესწრნენ.
საქმიანობის ეფექტურობის გაზრდისა და შედეგზე ორიენტირებული მართვის სისტემის დანერგვის მიზნით 2018-2019 წლებში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა და არა ერთი პროექტი შემუშავდა, რომელთა განხორციელებაც დღესაც წარმატებით მიმდინარეობს. ბოლო პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული ეფექტური საქმიანობის შედეგია ის, რომ 2019 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შეფასებაში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტი პირველ ადგილზე გავიდა. შეფასება სამი კომპონენტის მიხედვით გაკეთდა: პროაქტიულად გამოქვეყნება; ელექტრონული სერვისები, ელექტრონული მმართველობა; მოქალაქეთა მონაწილეობა/ ანგარიშვალდებულება.
პრეზენტაციის შემდეგ ქალაქის მერმა განხორციელებულ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის მერიის თანამშრომლები დააჯილდოვა.