2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები დღეს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე, პროექტი „საქართველოს მუნიციპალიტეტებში ქალთა ოთახების სტანდარტიზაცია და მასშტაბების გაზრდა“ განიხილეს, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალებისთვის იქმნება სივრცე თანაბარი შესაძლებლობისთვის, სადაც მათ საშუალება აქვთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ისარგებლონ სხვადასხვა სერვისებით, პროგრამებით და ასევე, აქტიურად ჩაერთონ ქალაქში მიმდინარე აქტივობებში.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, ბათუმში ქალების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისათვის და ქალთა უფლებების დაცვისათვის რამდენიმე ორგანიზაცია წარმატებით მუშაობს, რომლებიც ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოსთან აქტიურად თანამშრომლობენ, მათ შორის საბჭოს ოთრხი წევრი აღნიშნული მიმართულებით მუშაობს. მათი თქმით, ქალაქში მცხოვრები ქალბატონებისთვის საინფორმაციო შეხვედრები და მიმდინარე სიახლეები ყოველთვის ხელმისაწვდომია.
ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის ნატალია ზოიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ მუნიციპალიტეტში ქალთა ოთახი არ ფუნქციონირებს, აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე ორგანზიაციებთან მჭიდრო ურთიერთანამშრომლობით აქტიურად ხორციელდება პროექტები, რომლებიც მეტი ქალის ჩართულობას და წახალისებას უზრუნველყოფს სამეწარმეო საქმიანობაში, ბიზნესსა თუ პოლიტიკაში, რის შედეგადაც უფრო და უფრო მეტი ქალი ჩნდება გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ამა თუ იმ სფეროში.
ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.