2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.
,,ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის #74 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი კომისიის წევრებს ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ელდარ ნატარიძემ გააცნო.
ცვლილებების მიხედვით, ხორციელდება ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობების და ნაშთის ცვლილება, ასევე, გადასახდელების ცვლილება ცალკეული პროგრამების და ქვეპროგრამების მიხედვით. სხდომაზე წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტის შემოსულობები 1,710,1 ათასი ლარით იზრდება, ხოლო ბიუჯეტის გადასახდელები - 2,239,0 ათასი ლარით.
პროექტით წარმოდგენილი ცვლილებები ითვალისწინებს საბიუჯეტო რესურსების ოპტიმალურ გადანაწილებას ინფრასტრუქტურის განვითარების, ჯამრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ხელშეწყობის მიმართულებებით.
კომისიამ ასევე იმსჯელა საკრებულოს განკარგულების პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდობებრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციაპლიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის #28 დადგენილებაში ცვლილების შეტანას.
კომისიის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საკითხებზე ბათუმის საკრებულო ხვალ, 16 ივლისს, მორიგ სხდომაზე იმსჯელებს.
სხდომას საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ნაკაიძე უძღვებოდა.