2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.
სხდომაზე განიხილეს ინფრასტრუქტურულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები. ცვლილებების მიხედვით, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება იზრდება და ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები, ძირითადად, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და კაპიტალურ მშენებლობას, გზების, ქუჩებისა და ტროტუარების მიმდინარე მოვლა-პატრონობას, კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსებას, სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციასა და მოვლა-პატრონობას, კანალიზაციისა და წყლის სისტემების რეაბილიტაციას მოხმარდება.
კომისიის წევრებმა ასევე განიხილეს საკრებულოს განკარგულების პროექტი „ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მოსამზადებლად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“.
კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, ორივე საკითხზე ბათუმის საკრებულო ხვალ, 16 ივლისს, მორიგ სხდომაზე იმსჯელებს.
სხდომას ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.