2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის N 14 საჯარო სკოლაში დღეს პროფესიული საქმიანობის დასრულებასთან დაკავშირებით, საპენსიო ასაკის პედაგოგებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლაშა სირაბიძე დაესწრნენ.
,, სახელმწიფო პროგრამა გულისხმობს პედაგოგების ღირსეულ ცხოვრებას საპენსიო ასაკში და ეს არის ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ განათლების რეფორმა არის ეროვნული იდეა, არის გზა თავისუფლებისკენ. ეს არის გარანტი იმისა, რომ ჩვენს პედაგოგებს ექნებათ ღირსეული შრომის და შემდეგ უკვე პენსიის პირობები. განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.
რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება. ხელფასის ზრდა ყოველწლიურად გაგრძელდება და 2022 წლისთვის პედაგოგის საშუალო ანაზღაურება 1500 ლარს და მეტს გაუტოლდება.
რეფორმის მიზანია სკოლებში ისეთი საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც მოსწავლეებს XXI საუკუნის გამოწვევების მისაღებად საჭირო ცოდნასა და უნარებს შესძენს.