ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე
14 ივნისი 2019
 

საკრებულო თავმჯდომარე სულიკო თებიძე, დღეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით სარეაბილიტაციო ცენტრ „თანას“ სტუმრობდა.

სარეაბილიტაციო ცენრტის ბენეფიციარებმა სტუმრებს ნამდვილი ზეიმი მოუწყვეს და მათთან ერთად რამდენიმე მუსიკალური ნომერიც შეასრულეს. ღონისძიებას ბათუმის მუნიციპალიტეტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
14 ივნისი, საქართველოში შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება, ამ დღის აღნიშვნის მიზანი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენაა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2120
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები