ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
კომისიის სხდომა
13 ივნისი 2019
 

დღეს საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისიწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.

საკითხები კოლეგებს კომისიის თავჯმდომარემ თემურ კახიძემ წარუდგინა.
საკრებულოს წევრებმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლის – გელა დეკანაძის უფლებამოსილების ცნობის და საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ განკარგულების პროექტებზე იმსჯელეს, ასევე, განიხილეს საქართველოს საერთო სასამართლოებში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლის დანიშვნის საკითხიც.
კომისიის წევრებმა დღესვე, ბათუმში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისათვის სკვერის სტატუსის და მასზე „მეზღვაურთა სკვერი“-ს სახელწოდების მინიჭების შესახებ განკარგულების პროექტზეც იმსჯელეს და წარმოდგენილი საკითხების განხილვა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნიეს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2228
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები