ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
პროექტის პრეზენტაცია
12 ივნისი 2019
 

საკრებულოს სხდომათა დარბაზში დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს.

პრეზენტაცია, პროექტს „ყველაზე მოწყვლადი პირებისა და თემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში“-( BFDW-ფონდი „პური მსოფლიოსთვის") ეხებოდა. პროექტის ფარგლებში, აღნიშნული ორგანიზაცია, დახმარებას გაუწევს ეკომიგრანტების, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს და სამედიცინო მომსახურებით დაზარალებულ პაციენტებს. პროექტის ფარგლებში გაიცემა მცირე გრანტებიც.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, დღევანდელი შეხვედრის მიზანი მოქალაქეთა ჩართულობა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა ინფორმირებულობა იყო.
პრეზენტაციას საკრებულოს წევრები და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2211
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები