ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
პროფესიული განვითარების ახალი საბაზისო პროგრამების პრეზენტაცია
05 ივნისი 2019
 

საკრებულოს ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზში, დღეს საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების ახალი საბაზისო პროგრამების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაცია სსიპ-ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებმა გამართეს.
როგორც შეხვდრაზე ითქვა, საჯარო მოხელეთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა საჯარო სამსახურის რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც სახელმწიფოსთვის ეფექტური პროფესიული განვითარების სისტემის შექმნის ვალდებულებას ქმნის.
ღონისძიებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და ასევე, სხვა უწყებების ადამიანური რესურსების მართვის სამსახურების/ განყოფილებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2212
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები