2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის ბულვარი - წარსული და თანამედროვეობა
17 მაისი 2019
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ნატალია ზოიძე დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენციას „ბათუმის ბულვარი - წარსული და თანამედროვეობა“ დაესწრნენ. სამეცნიერო კონფერენციის პარალელურად უნივერსიტეტის შადრევანთან ძველი და ახალი ბულვარის წარსულის და თანამედროვეობის ამსახველი ფოტო-გამოფენაც მოეწყო.
კონფერენციას ესწრებოდნენ როგორც ბათუმის ბულვარის ისტორიით, განაშენიანებითა და ღირშესანიშნაობებით დაინტერესებულ მკვლევრები, ისე ბიო-მრავალფეროვნებისა და ეკოლოგიის სპეციალისტები
მნახველთა რაოდენობა: 2430
ბმულები