ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა აჭარაში მოღვაწე ეთნოგრაფებთან
15 მაისი 2019
 

ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში გამართულ ღონისძიებას, საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე დაესწრო, რომელიც აჭარაში მოღვაწე ეთნოგრაფებს მიეძღვნა. 

მუზეუმში, დღეს, პროფესორებს, ეთნოგრაფებს ნოდარ კახიძეს, ნუგზარ მგელაძეს, თამაზ ფუტკარაძესა და აკადემიურ დოქტორს ჯემალ ვარშალომიძეს უმასპინძლეს.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში საფუძველი ჩაეყარა ეთნოგრაფიის დამოუკიდებელ სამეცნიერო დისციპლინად ჩამოყალიბებას საქართველოში. ეთნოგრაფიული სკოლის მრავალმხრივმა წარმატებამ კი ქართულ ეთნოგრაფიას მსოფლიო აღიარება მოუპოვა.
დღესვე გაიმართა, მუზეუმის ფონდში დაცული ხის ნაკეთობების, ასევე მოსწავლეების მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა და რეჟისორ სოსო სტურუას ეთნოგრაფიული ნარკვევების ჩვენება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2330
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები